სტატიები:
ეჭვიანობა ბავშვებში

ოჯახში მეორე ბავშვის დაბადება დიდ სიხარულს იწვევს, მაგრამ ხშირად პატარის შეძენა პირველ ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს. უფროსი იწყებს ჭირვეულობას, ხშირად ტირის, გამოთქვამს უკმაყოფილებას ახალდაბადებულის მიმართ



ბავშვური ეჭვიანობა თავს იჩენს, როდესაც მას აღარ ყოფნის ყურადღბა და სითბო. მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. უფროსი შვილი მოკლებული მზრუნველობის ნიადაგზე ბრაზობს, ეჭვიანობს , იწყებს ჭირვეულობას. ბავშვი მტკივნეულად განიცდის ოჯახის ახალი წევრის გამოჩენას, მას ჰგონია, რომ ის აღარ უყვართ, რადგან მათ ახალი შვილი „მოიყვანეს“.


მიჩნეულია, რომ ეჭვიანობა ერთსქესიან ბავშვებში უფრო მეტია და როგორც წესი მათი ურთიერთობა უფრო კონფლიქტურ ხასიათს იძენს. ბავშვებს შორის ეჭვიანობამ შეიძლება სხვადასხვანაირი ხასიათი მიიღოს: მაგ შეჯიბრი - ვინ უფრო უკეთესად გააკეთებს სხვადასხვა დავალებას, სიძუნწე - არ ათხოვებს სათამაშოს, წაართმევს კანფეტს და სხვა. ასევე ხშირად ხდება ეჭვიანობის ფარულად გამოვლენა. ამ დროს ბავშვი კონკრეტულად თავისი დედმამიშვილის მიმართ კი არ გამოხატავს უკმაყოფილებას ან აგრესიას, არამედ უბრალოდ იწყებს მავნებლობას: აფუჭებს სათამაშოებს, ტეხავს ჭურჭელს, არ უჯერებს მშობელს და სხვა.


როდესაც თქვენს შვილს შეამჩნევთ ამდაგვარ ქცევებს დაუთმეთ მას მეტი დრო, ხშირად ითამაშეთ მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა ფსიქო-ემოციური ტრამვა. ბავშვი ეჭვიანობისა და გარიყულობის გამო თავს ძალიან ცუდად გრძობს: ხშირად ცივდება, უჩნდება კანისა და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადება, იწყებს ფრჩხილების კვნეტას და სხვა. 


პატარების ეჭვიანობა დიდებისგან განსხვავებით მალე გადის და ქრონიკულ ხასიათს არ იძენს, მთავარია აგრძნობინოთ მას რომ გიყვართ.


ბავშვებში გავრცელებულია ეჭვიანობის რამდენიმე ტიპი:


უფროსი შვილი ეჭვიანობს უმცროსზე


როდესაც ოჯახში ჩნდება მეორე ბავშვი უფროსი ამჩნევს , რომ მას ადრინდელივით მთელი ყურადღება აღარ ეთმობა. ბავშვებს უჭირთ იმის გააზრება , რომ ახალდაბადებულს მოვლა და ყურადღება სჭირდება. მათ ჰგონიათ, რომ ჩვილმა ის შეცვალა და მისი ადგილი დაიკავა. აქვთ განცდა , რომ მშობლებს პატარა უფრო უყვართ, რადგან მასთან უფრო მეტ დროს ატარებენ და უფრო მეტს ეთამაშებიან. ეჭვიანობის შედეგად ბავშვები ხდებიან უხასიეთოები, ჭირვეულები, უხეშები, იქცევიან განსხვავებულად. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი უფროსი შვილი უმცროსზე ეჭვიანობს გამოიჩინეთ სიფრთხილე შეიძლება მან პატარას რამე დაუშავოს. შეეცაცადეთ დაელაპარაკოთ თქვენს პირველ შვილს და აუხსნათ, რომ ძალიან გიყვართ და მისი ძამიკო ან დაიკო ძალიან პატარები არიან და ამიტომ ჭირდებათ ბევრი ყურადღება. სთხოვეთ მას დახმარება ბავშვის მოვლაში, ასე ერთად უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთად და პატარასაც შეეგუება და თანდათანობით შეუყვარდება. 


ბავშვი ეჭვიანობს მშობლებზე


ამგვარი მდგომარეობა გვხვდება 1.5- 3 წლამდე ბავშვებში. პატარები შეჩვეულები არიან დედას. მათ ჰგონიათ რომ დედა მხოლოდ მათ ეკუთვნით და როცა მას კაცთან (მამასთან) ხედავენ ეჭვიანობენ. როგორც წესი ამგვარი ეჭვიანობა პერიოდულად იჩენს თავს მაგ როცა მშობლები ერთმანეთს ეხუტებიან და სხვა. ამ დროს პატარა ცდილობს მამა დედას მოაშოროს, უძახის დედას სადმე წაჰყვეს და სხვა მსგავსი. ამ დროს ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვი აიყვანოთ და ორივე მშობელი ერთად ეთამაშოთ.


ეჭვიანობის დაძლევის  ერთადერთი და ყველაზე საუკეთესო საშუალებაა აგრძნობინოთ ბავშვს, რომ თქვენ ის გიყვართ. აჩვენეთ მას , რომ თქვენ ორივე (სამივე...) შვილი ერთნაირად გიყვართ და არ ანსხვავებთ. არასოდეს არ შეადაროთ ერთმანეთს ბავშვები, განსაკუთრებით როდესაც იმის ხაზგასმა გინდათ, რომ ერთ-ერთი უკეთესად ართმევს საქმეს თავს. ასეთი მოპყრობა უფრო გაამძაფრებს ბავშვებს შორის კონფლიქტს. ხშირად უთხარით მათ რომ გიყვართ, მოიფიქრეთ ერთობლივი თამაშები. დასჯის შემთხვევაში ნუ დასჯით მხოლოდ უფროს იმ გაგებით, რომ ის დიდია და მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია. ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენი პირველი შვილი მართალია უფროსია, მაგრამ ისიც ბავშვია. კონფლიქტური სიტუაციის დროს, მაგ ვერ იყოფენ სათამაშოს დასაჯეთ ორივე ბავშვი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ისევ გააღვივებთ ეჭვიანობას. ბავშვი, რომელიც გრძობს , რომ ის ნაკლებად უყვართ და ყველაფრის გამო მას სჯიან ხდა სასტიკი , როგორც და-ძმის მიმართ ასევე მშობლების მიმართაც. 


ასე რომ მოიკრიბეთ მოთმინება და გარკვეული პერიოდი დახუჭეთ თვალი ბავშვის მავნევლობაზე და წყნარად აუხსენით მას ყველაფერი. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გიყვართ და ორივე ბავშვი თქვენთვის ერთნაირად ძვირფასია. თუ თქვენი პატარა მიხვდება, რომ მისი ადგილის წართმევას არავინ ცდილობს და არავინ ეცილება მშობლის სიყვარულში ის თანდათან მიიღებს ახალი ოჯახის წევრს. 


წყარო: www.babyinfo.ge/">www.babyinfo.ge/