ოთხშაბათი, 8 სექტემბერი, 2010  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
ხელოვნება:
ქართულ ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლი ''ალგეთი''

ყალიბდება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რისთვისაც ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ''ალგეთი'' იწვევს 9 დან 14 წლამდე ასაკის მოცეკვავეებს და მომღერლებს, რომელთაც გავლილი აქვთ სწავლების 2–3 წელი






ჩვენს შესახებ:
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ''ალგეთს''თითქმის ცამეტი წლის ისტორია აქვს- 1995 წელს შეიქმნა ანსამბლის ხელმძღვანელის ქალბატონი ნაზი წიკლაურის საოცრად დიდი ძალისხმევის და მონდომების შედეგად და მას შემდეგ წარმატებით ემსახურება ქართული კულტურის და ხელოვნების განვითარების უდავოდ მმნიშვნელოვან საქმეს. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა არაერთ საქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ შშემოქმედებით არქივში უამრავი ჯილდო და პრიზი დააგროვა.

დაარსებიდან პირველივე წელს ''ალგეთმა'' ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობისთვის უმაღლესი ჯილდო - ''გრან პრი'' დაიმსახურა. ''გრან-პრი'' გადაეცათ 1999 წელსაც ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ ფესტივალზე, სადაც პირველად მიიღეს მონაწილეობა და უძლიერეს ანსამბლებს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. 2003 წელს, ასევე რესპუბლიკურ ფესტივალში მონაწილეობისათვის ანსამბლი ''ნინო რამიშვილის'' პრიზით დაჯილდოვდა, თითოეულ მოცეკვავეს კი ლაურეატის წოდება მიენიჭა და მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

''ალგეთის'' ცეკვებს არაერთხელ აღუფრთოვანებია უცხოელი მაყურებელიც.

ანსამბლს ცეკვით აქვს მოვლილი თურქეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი...ქართველი ბავშვები უცხოელებს ცეკვით უამბობენ ჩვენი ერის უდიდეს და უმდიდრეს კულტურულ ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე...ქართველი ქალის გრაციოზულობაზე, სილამაზეზე, სინაზესა და კდემამოსილებაზე...ქართველი მამაკაცის ვაჟკაცობაზე, დიდსულოვნებაზე, ერთგულებაზე...

''ალგეთი'' ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა ანსამბლია საქართველოში, რაც უპირველეს ყოვლისა, ცხადია, ანსამბლის ხელმძღვანელის - ქალბატონ ნაზი წიკლაურის დიდი დამსახურებაა. პროფესიონალი მოცეკვავე ძალ-ღონეს არ იშურებს ბავშვების არა მარტო კარგ მოცეკვავეებად არამედ, პირველ რიგში, პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად. მის მიერ დადგმული ყველა ცეკვა თემატურია, ტემპიანი და რითმული.

პირველმა სწორედ ნაზი წიკლაურმა (აწ გარდაცვლილ თემურ ხოზაშვილთან ერთად) დაიმსახურა პროფკავშირების საპატიო ნიშანი ხალხური შემოქმედების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

''ალგეთში'' ამჟამად ომოცდაათი ბავშვი ცეკვავს, მაგრამ ჰყავთ მოსამზადებელი ჯგუფები ანსამბლთან არსებულ სტუდია ''ალგეთში'', სადაც ბავშვები სამწლიან კურსს გადიან და შემდგომ მათ ბაზაზე იქმნება ანსამბლი. სანამ ბავშვი ამ სამწლიან კურსს არ გაივლის, იგი ანსამბლში ვერ მოხვდება. სტუდიაში ბავშვებს ექვსი წლიდან იღებენ, მაქსიმალური ასაკი კი თვრამეტი წელია.

2008 წელს ''ალგეთმა'' მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ კონკურსში ''დელფინიადა 2008'', რომელიც ბათუმში ჩატარდა. ანსამბლი ბათუმიდანაც ''გრან-პრით'' ხელდამშვენებული დაბრუნდა.

ქორეოგრაფი და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: საპატიო ნიშნის მფლობელი ქართულ ხალხურ შემოქმედებაში მოღვაწეობისთვის, დამსახურებული პედაგოგ-ქორეოგრაფი- ნაზი წიკლაური.

ქორეოგრაფ რეპეტიტორი: დათო ჩხაიძე

მიღება: ყოველდღე 12:00 -დან 20:00 სთ-მდე

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: პროფკავშირების კულტურის ცენტრი, მეტრო დელისი, ვაჟა ფშაველას 43. მესამე სართული. ოთახი №310
ტელ: 69 71 67
მობ: 8 93 36 70 90
ჩვენების რაოდენობა: 951 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა