ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2014  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
უცხო ენათა ცენტრები:
Babyland

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები გთავაზობთ სწავლებას ბრიტანული მეთოდიკის მიხედვით 3-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის კვირაში სამჯერ. სწავლება ასევე შაბათ-კვირასაც მიმდინარეობს. ''Babyland''-ში კურსების დამთავრების შემდგომ ბავშვები გაივლიან 15-დღიან კურსს ბრიტანეთში


ჩვენს შესახებ:

* "Babyland" - ინგლისური ენის შემსწავლელი საბავშვო ცენტრია, რომელიც ბრიტანული საგანმანათლებო ასოციაციის "ATEEL"-ის მიერ არის დაარსებული.
* ცენტრი გთავაზობთ ბრიტანული მეთოდიკის მიხედვით ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
* "Babyland"-ში სწავლება ქმნის თავისუფალ და ცოცხალ გარემოს, რომელშიც ინგლისურის შესწავლის მიზნით გამოიყენება თამაშები, ლექსები, სიმღერები და ზღაპრები.
* ცენტრი დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგებით, რომელთაც გააჩნიათ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
* "Babyland"-ში სწავლება კვირაში სამჯერაა.
* სწავლება მიმდინარეობს კომუნიკაციური მეთოდით, რაც ბავშვს თავდაჯერებულობის შეძენაში ეხმარება და მოსწავლეს ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველების უნარს უნვითარებს.

მეთოდიკა და პროგრამა: "Let's play" რაც თარგმანში ნიშნავს "ვითამაშოთ"! ამ სიტყვებით იწყებს ნებისმიერ გაკვეთილს "Babyland"- ის პადაგოგი. თამაში ბავშვს არასოდეს სწყინდება. ორმაგად საინტერესოა, როდესაც მასთან ერთად უფროსი თამაშობს . მთავარი შეთანხმება თამაშისა – ურთიერთობა ინგლისურ ენაზე. იმისათვის, რომ ადვილად გასაგები იყოს ბავშვისთვის , რაზე საუბრობს პედაგოგი, პედაგოგი საუბარს წარმართავს მიმიკის და სურათების დახმარებით. აი ბავშვის ერთ - ერთი საყვარელი თამაში "Babyland"- ში: ბავშვი ისმენს მარტივ სიმღერას და განასახიერებს სიმღერის გმირებს . თამაშის ფორმით ბავშვი ადვილად იმახსოვრებს ახალ სიტყვებს და გამონათქვამებს. სპეციალისტები ამას უწოდებენ "კომუნიკაბელურ მეთოდს". ეს მეთოდი ორმოცდაათი წლის წინ განვითარდა, დღეს ის ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. თამაშის დროს ბავშვი თავისუფლად გრძნობს თავს ანუ არ ეშინია შეცდომების დაშვების, ბავშვმა იცის, რომ თუ შეეშლება, პედაგოგი დაეხმარება. ამ მეთოდით ბავშვი სწავლობს საუბარს და სმენით აღქმას სალაპარაკო თემებისა. ურთიერთობის პროცესში შეისწავლება გრამატიკაც, თავდაპირველად ბავშვი იმახსოვრებს სიტყვებს და წინადაებებს, დროთა განმავლობაში კი ასხვავებს გრამატიკულ ფორმებს: მხოლობით და მრავლობით რიცხვს, წარსულს და ახლანდელ დროს . ბავშვი თავიდანვე სწავლობს წინადადების სწორად ჩამოყალიბებას, ეს კი ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული პედაგოგების დამსახურებაა. პედაგოგი მკაცრად იცავს პროგრამას. ყველა გაკვეთილი წინასწარ არის დაგეგმილი , რაც ეხმარება ეფექტური შედეგის მიღწევაში.

მცირე პროგრამა ასეთი სახისაა:

სწავლის პირველი წელი :ბავშვი სწავლობს საუბრის აღქმას სმენით , ეცნობა სასაუბრო თემებს: ამინდზე, ჯამრთელობაზე, გარეულ და შინაურ ცხოველებზე, სათამაშოებზე.

სწავლის მეორე წელი : ეს არის გარდამავალი ეტაპი, ბავშვი აგრძელებს ურთიერთობას ზეპირად, პარალელურად კი ემზადება კითხვის და წერის სწავლისთვის. ბავშვი თავდაპირველად ეცნობა ანბანს ასოებით, ხმით და სურათებით. ძირითად თემებია: სახლი, მაღაზია, ტანსაცმელი, ოჯახი, დრო და სხეულის ნაწილები.

სწავლის მესამე წელი: ბავშვი იწყებს კითხვას და წერას, მთავარი თემებია: ქალაქი, სკოლა, დღესასწაული, მოგზაურობა.

სწავლის მეოთხე წელი : ბავშვი ხვეწს და აძლიერებს ინგლისური ენის ძირითად ცოდნას. ყველა ვინც გადაიხდის წინასწარ ერთ-წლიან საფასურს მიიღებს 10% ფასდაკლებას

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: ცაგერის ქ. #4( ანაგის და იოსებიძის ქუჩის შორის).
ტელ: 237 12 06
მობ: 5 77 40 21 25
ვებ-გვერდი: www.babyland.ge
ელ-ფოსტა: info@babyland.ge

ჩვენების რაოდენობა: 5594 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
Can Your Pet