სამშაბათი, 17 ივლისი, 2018
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
საბავშვო ბაღები:
საბავშვო ბაგა-ბაღი ''ეთცეტერა''
ვაკე-საბურთალო

ეკოლოგიურად სუფთა და  უსაფრთხო გარემო, თანამედროვე ინტერიერს დიდი და ნათელი ოთახებით, 
ხელოვნური ბალახის საფარით დაფარულ და ატრაქციონების აღჭურვილ უსაფრთხო ეზო, სამჯერად დაბალანსებულ კვება, სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა, ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 10-12 ბავშვს...


ჩვენ შესახებ:

საბავშვო ბაგა-ბაღი "ეთცეტერა" გთავაზობთ:

  • წინა სასკოლო მოსამზადებელ ჯგუფს;
  • ეკოლოგიურად სუფთა და  უსაფრთხო გარემოს;
  • თანამედროვე ინტერიერს დიდი და ნათელი ოთახებით;
  • ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 10-12 ბავშვს;
  • ხელოვნური ბალახის საფარით დაფარულ და ატრაქციონების აღჭურვილ უსაფრთხო ეზოს;
  • სამჯერად დაბალანსებულ კვებას;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას;

ბაგა-ბაღში პატარების აღზრდა-განვითარება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. სასწავლო პროცესი აგებულია ბავშვის ინდივიდუალური და ასაკობრივი შესაძლებლობების მიხედვით.

პროგრამაში გათვალისწინებულია ისეთი შინაარსის სწავლება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას და მის პიროვნებად ჩამოყალიბებას.

ბაღში ბავშვის განვითარების მთAვარი პირობაა უფროსისა და ბავშვის თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობა.

აღმზრდელი ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განვითარების თავისებურებებს და ეხმარება მათ წამოჭრილი სირთულეების დაძლევაში, ისე, რომ არ იქნეს ჩახშობილი ბავშვის ინიციატივა.

ჩვენთან აღზრდა-სწავლება ჯგუფური აქტივობების სახით მიმდინარეობს და მოიცავს თამაშით მეცადინეობებს, რადგან თამაში ბავშვის წამყვანი ქცევაა, იგი ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებითი პროცესების განვითარებას და ეხმარება მათ შიშებისა და მატრამვირებელი სიტუაციების დაძლევაში.

ჩვენი მიზნები და ამოცანებია:

  • სოციალიზაციის შეწყობა;
  • მოტორული, სენსორული სისტემების დახვეწა-განვითარება;
  • მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების განვითAრება;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • დამოუკიდებლობის განვითარება;
  • დადებითი განწყობის  ჩამოყალიბება სწავლების მიმართ;

ბაგა-ბაღი მუშაობს ყოველდღე, შაAბათ-კვირის გარდა (9სთ-დან 18 30 სთ-მდე).

ბაღის საფასური - 330 (სამას ოცდაათი) ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ქობულეთის ქ. N12.  
ტელეფონი: 2 226 432; 599 631 533

ჩვენების რაოდენობა: 4116 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet