კვირა, 22 სექტემბერი, 2019
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
კერძო სკოლები:
ახალი ლიცეუმი
ვაკე-საბურთალო

ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო (1–12 კლასამდე) კერძო სკოლა.
გახანგრძლივებულითა და ორჯერადი კვებით. ფასიანი სააბიტურო მოსამზადებელი ცენტრი..


ჩვენ შესახებ:

საგანმანათლებლო მოღვაწეობის 22 წლიანი გამოცდილება. მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივი და მოწვეული პედ-პერსონალი. ეკოლოგიურად სუფთა და დაცული გარემო. 

ესთეტიური, კომფორტული შენობა, სასწავლო პროცესისათვის საჭირო ყველა პირობის გათვალისწინებით. მიკროავტობუსებით მომსახურება.

გახანგრძლივებული ჯგუფი:  კვებით - 9 სთ-დან 17 სთ-მდე.

მათემატიკის გაძლიერებული პროგრამა სწავლების პირველი საფეხურიდან.

ძირითადი საგნების პარალელურად რუსული, ინგლისური, გერმანული ენების სწავლება დაწყებითი კლასებიდან ეტაპობრივად. 

  • ხატვა - (წრეობრივი)
  • ლოგიკა, მხატვრული კითხვა -(წრეობრივი)
  • მუსიკა "ანსამბლი"
  • სპორტი - ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, რიტმიკა-აერობიკა
  • ქორეოგრაფიული სტუდია "დარიალი"

დაწყებითი კლასები: 9 საათიდან -17 საათამდე..

გაკვეთილების შემდეგ: სადილი, გაკვეთილების მომზადება, მათემატიკა, ქართული ენა - მასწავლებლების ზედამხედველობით. 

ინგლისური - ყოვედღე 1სთ. დიალოგი, მოსმენა, საუბარი, წერითი სავარჯიშოები (speaking, listening, writing skilss).
რუსული - კვირაში ორჯერ: სალაპარაკო, ზღაპრების კითხვა, თხრობა, DVD ფილმები, კუბიკები, ლოტო. ჭადრაკი კვირაში ორჯერ 1სთ. მოსწავლეები მონაწილეობენ საქალაქო პირველობაზე. 
მუსიკა - ანსამბლი, გოგონათა და ვაჟთა კამერული გუნდი (ხალხური და საესტრადო სიმღერები).
ხატვა - ძერწვა, ქსოვა, აპლიკაციები, ეზოში ყვავილნარის მოვლა.

კულტურული ღონისძიებები: თბილისის ღირსშესანიშნაობანი: მთაწმინდის პანთეონი, ქარვასლა, მეტეხი - ნარიყალა, კუს ტბა, ზოოპარკი, მუზეუმები.

ქალაქგარეთ ექსკურსიები: ისტორიული ადგილების მონახულება, ლაშქრობები, დასწრება სპექტაკლებზე, კინოფილმებზე.

დღის მეორე ნახევრის სააღმზრდელო პროგრამა შერჩეულია ასაკიდან გამომდინარე. 
1-4 კლასებში მოსწავლეთა შეფასება წამახალისებელი სიმბოლოებით.

V-XII კლასები: რეიტინგული შეფასება ყოველთვიურად. მშობლებს ინფორმაცია მიეწოდებათ ელ. ჟურნალებით. 

სწავლება სტანდარტს ზემოთ: მათემატიკა, მშობლიური ენა, უცხო ენები (ინგლისური, რუსული).

კონფერენციები წამყვან საგნებში, ოლიმპიადები, სასწავლო შემოქმედებითი ღონისძიებები (სემესტრში ერთხელ).

მშობელთა კრებები: ინდივიდუალური  შეხვედრა - მშობელი, ბავშვი, კლასის ხელმძღვანელი და საგნის ყველა მასწავლებელი. 

სემესტრში ერთჯერ ტარდება " ღია კარის " კვირეული.

სასწავლო წლის ბოლო საგნობრივი ტესტირება - მოსწავლის პერსონალური დახასიათება.

მოგზაურობა უცხოეთში - (მე-7  და მე-12 კლასები).

თქვენთვის საინტერესო დანარჩენი ინფორმაციის მიღება ტელეფონით ან ადგილზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონში, სახოკიას ქ. 12.
ტელეფონი: 2 38 59 59
მობილური: 5 99 100 233
ელ-ფოსტა: human_lits@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.newlyceum.ge/
facebook: კერძო სკოლა ახალი ლიცეუმი

ჩვენების რაოდენობა: 5546 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet