ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 2014  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
კერძო სკოლები:
მომავლის სკოლა

ქართულ-ამერიკული სასწავლებელი -''მომავლის სკოლა'' არის ერთ-ერთი სკოლა საქართველოში, რომელიც იყენებს ინგლისური ენის სწავლების ინდივიდუალურ პროგრამას. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს TOEFL -ისა და SAT-ის ტესტების ჩასაბარებლად


ჩვენს შესახებ:

ქართულ-ამერიკული სასწავლებელი "მომავლის სკოლა" ფუნქციონირებს 1992 წლიდან. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ორი პროგრამით. საქართველის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით და ერთერთი ამერიკული სკოლის პროგრამით, რაც გულისხმობს ყველა საგნის (Science, English, Social Studies, Word Building Math) ინგლისურ ენაზე შესწავლას. სკოლის მიზანია გამოვუმუშავოთ ბავშვებს ყოვედღიური მუშაობის ჩვევა. ამაში გვეხმარება ამერიკული პროგრამის სწავლების მეთოდი, ინდივიდუალური პროგრამა ყოველი ბავშვისთვის და მიზნის ბარათები (მოსწავლე ყოვედღიურად ისახავს მიზანს და ასრულებს მას სკოლაში ან სახლში).

"მომავლის სკოლა" არის ერთ-ერთი სკოლა საქართველოში, რომელიც იყენებს ინგლისური ენის სწავლების ინდივიდუალურ პროგრამას. ეს კი საშუალებას აძლევს ყველანაირი მონაცემებისა და ნიჭის მქონე მოსწავლეებს მიაღწიოს დასახულ მიზანს და იყოს წარმატებული.

ჩვენი მიზანია ბავშვებმა სკოლაში მიიღონ არა მხოლოდ საბაზო განათლება, არამდეს გაიზარდონ ღირსეული, წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქეები.

სკოლაში ყოველწლიურად ტარდება პედაგოგების ტრენინგები, ფსიქოლოგის და ამერიკელი პედაგოგების ხელმძღვანელობით, რაც ხელს უწყობს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას.

სკოლის უსაფრთხო და თბილი გარემო, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება მიმზიდველს ხდის „მომავალ სკოლაში“ სწავლას.

..ი..ფ..ი..ქ..რ..ე..თ........მ..ო..მ..ა..ვ..ა..ლ..ზ..ე..

სკოლა ამზადებს მოსწავლეებს TOEFL -ისა და SAT-ის ტესტების ჩასაბარებლად. სწავლის III საფეხურზე სავალდებულოა დამატებით უცხო ენის ფრანგულის ან ესპანურის შესწავლა. გარდა ამერიკული პროგრამისა მოსაწავლეები გადიან ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სრულ კურს, საქართველის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით. II და III საფეხურის მოსწავლეებს ყოველი თვის ბოლოს უტარდებათ ტესტი ყველა საგანში. სემესტრში ერთხელ ტარდება სასკოლო წერა ყველა საგანში, III საფეხურის მოსწავლეებისთვის გახსნილია მცირერიცხოვანი სააბიტურიენტო კლასები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ნინო რამიშვილის 37ა (მზიურის პარკი).
ტელეფონი: 2 23 31 99; 5 95 53 80 88
ვებ-გვერდი: www.momavlisskola.ge
ელ-ფოსტა: info@momavlisskola.ge

ჩვენების რაოდენობა: 10344 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
Can Your Pet