შაბათი, 19 აპრილი, 2014  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
კერძო სკოლები:
სკოლა-ლიცეუმი ''საუნჯე''

სკოლა-ლიცეუმი "საუნჯე" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია-II-ს ლოცვა კურთხევით ფუნქციონირებს


ჩვენს შესახებ:

დირექტორი: მაია კუპრაშვილი

სკოლა მუშაობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით, რომელიც სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებთან ერთად გულისხმობს დამატებით კომპონენტებს. სკოლის უპირველესი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი აღზრდა, რომელიც ეფუძნება სწავლა-აღზრდის ფუნდამენტურ პრინციპებს და გულისხმობს ტრადიციებისა და სიახლეების მეთოდურ სინთეზს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას.

სკოლა-ლიცეუმი "საუნჯე" მოსწავლეებს შეუქმნის პირობებს ინფორმაციის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რათა მომავალში მათ შეძლონ გააკეთონ სწორი არჩევანი.

სკოლისთვის პრინციპულია: მთავარი ორიენტირი გახდეს არამხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი.

სკოლაში პედაგოგების მიღება ხდება კონკურსის წესით. უპირატესობა ენიჭება შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და პედაგოგიურ-პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პიროვნებას, მიღწეულ ხარისხს, პედაგოგიური გამოცდილების სტაჟს.

კლასგარეშე საქმიანობა - მონაწილეობას იღებს როგორც კლასის აღმზრდელი, ისევე სკოლის ადმინისტრაცია და პედ.კოლექტივი. კლასგარეშე მუშაობა გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას: საკვირაო და სადღესასწაულო წირვებზე მოსწავლეთა წაყვანა, გამფენებზე და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება, ექსკურსიები, ლაშქრობებისა და სპორტული შეჯიბრებების მოწყობა.

სკოლა-ლიცეუმი "საუნჯე" IV საფეხურიანია: I - მოსამზადებელი ჯგუფი; II - დაწყებითი სკოლა; III - საბაზო სკოლა; IV - საშუალო სკოლა. მოსამზადებელი ჯგუფი ითვალისწინებს დაწყებითი სკოლისათვის მომზადებას. I საფეხური ითვლება II და III საფეხურების მოსამზადებელ ეტაპად, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან მათემატიკურ აზროვნებას, მეტყველების კულტურას, ფსიქოლოგიასა და უცხო ენას, კერძოდ, ინგლისურს. ინგლისური ენა ისწავლება გაძლიერებული პროგრამით იმ მიზნით, რომ შემდგომ კლასებში შეძლონ საბუნებისმეტყველო საგნებისა და ამერიკის ისტორიის ინგლისურ ენაზე სწავლა. I საფეხურზე ინგლისური ენის სწავლებისათვის გამოყოფილია 4 აკადემიური საათი. II საფეხურზე პირველ კლასში დაწყებით სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო მომდევნო კლასებში სხვა სკოლებიდან გადმოსულ მოსწავლეებისათვის ტარდება გამოცდები. გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

I - IX კლასის ჩათვლით ისწავლება რელიგიის ისტორია და კულტურა. სკოლას მოწვეული ჰყავს წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დიაკვანი მამა ლონგინოზი. IV საფეხური: X კლასი შესაბამისად სწავლობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს, ხოლო XI - XII კლასებში ორიენტაცია აღებულა გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად სააბიტურიენტო პროგრამაზე. კლასები დაყოფილია საგნობრივ ჯგუფებად.

სკოლა-ლიცეუმში ყველა საგნის მიხედვით ეწყობა შიდა ოლიმპიადები კონფერენციები საზოგადოებრივი მეცნიერების საგნებში და შიდა სასკოლო ტურნიერები ჭადრაკში.

ასევე სკოლაში ფუნქციონირებს თეატრალური სტუდია.

ჩვენი დევიზია: "ღმა ცოდნა - საუნჯედან"

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: სპირიდონ კედიას (ყოფილი კახოვკა) ქუჩა N15 ( III სართული)
ტელ: 251 91 55
ელ-ფოსტა: saunge-luka@mail.ru

ჩვენების რაოდენობა: 7304 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
cat mario 3 & Can Your Pet