პარასკევი, 25 აპრილი, 2014  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
კერძო სკოლები:
მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ''ქორალი''

სწავლების უმაღლესი ხარისხი, უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვული სკოლა, ეფექტური და დინამიკური სასწავლო პროგრამები, პროფესიონალი მასწავლებლები


ჩვენს შესახებ:
არსებობის რვა წლის მანძილზე კერძო მრავალპროფილიან საშუალო სკოლა "ქორალს" აქვს კარგი დინამიკა, ჰყავს ზრდადი კონტინგენტი, აქვს მაღალი რეიტინგული მაჩვენებელი, სახელმწიფო დაფინანსების კოეფიციენტით, უმაღლეს სასწავლებელში ჩვენი მოსწავლეების ჩარიცხვის მიხედვით, რამაც მისი ავტორიტეტი განაპირობა.

სკოლას ჰყავს მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა კოლექტივი.

სკოლა "ქორალი" არის კერძო სკოლების ასოციაციის წევრი. იგი აქტიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატურად ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს შემეცნებით-ლიტერატურულ სპექტაკლებს თეატრებსა და მუზეუმებში. მოსწავლეები ჩართულნი არიან შემოქმედებით მუშაობაში.

სკოლის ადმინისტრაციის თაოსნობით სისტემატურად ტარდება ტრენინგები სხვადსხვა საგანში პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღებლად. სკოლის პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას იღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ სხვადსხვა კონკურსში. აგრეთვე ფუნქციონირებს ეკოცენტრი, სადაც გაღრმავებულად ისწავლება ბიოლოგია და ზოოლოგია.

სკოლა ფუნქციონირებს ახლადაშენებულ, თანამედროვე, ხუთსართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

* ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო, მეგობრული გარემო.
* უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვული თანამედროვე ხუთსართულიანი შენობა.
* ეფექტური, დინამიკური სასწავლო პროგრამები.
* სწავლების უმაღლესი ხარისხი.
* პროფესიონალი მასწავლებლები.
* ყველა დისციპლინის გაღრმავებული სწავლება.
* კომპიუტერული პოგრამების შესწავლა.
* უცხო ენების გაღრმავებულად სწავლა.
* ლაშქრობის მოყვარულთა კლუბი.
* ეკოცენტრი.
* ქართული ხალხური ცეკვა.
* ხალხური საკრავები (სალამური, ფანდური, დოლი)
* ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.
* სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისათვის.
* მოსამზადებელი ჯგუფი და საბავშვო ბაღი.
* გახანგრძლივებული დღის რეჟიმი.
* კვება.
* ტრანსპორტით მომსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა (დიღომი7) აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კილომეტრი.3
ტელ: 230 76 30 მობ: 5 93 95 20 63; 5 99 54 54 99; 5 99 45 04 97
ელ–ფოსტა: contact@qorali.ge
ვებ-გვერდი: www.skolaqorali.ge  
ინფორმაციული და ფოტო უზრუნველყოფა: www.codna.ge

ჩვენების რაოდენობა: 8910 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
cat mario 3 & Can Your Pet