პარასკევი, 29 მაისი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
სტატიები:
ფსიქოლოგიური რჩევები მშობლებს

როგორ ვასწავლოთ ბავშვს?


დარწმუნებული ვარ, ხშირად გსმენიათ, როცა ჩვენი მეგობრები თუ ნაცნობები გაკვეულ საგანში წარმატებას და სიღრმისეულ ცოდნას მასწავლებელს და მის მიერ შემუშავებულ მეთოდს უმადლის. უდაოა, სწავლის ხარისხზე მასწავლებელი და ბავშვთან მიდგომის სწორად შერჩეული მეთოდია პასუხისმგებელი. სხვადაშორის არა მხოლოდ პატარებში, უკვე მოზრდილ ასაკშიც კი მწვრთნელზე თუ ლექტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კი ბატონო, ზოგიერთები ალაბთ შემეწინააღმდეგებიან, რომ თუ ბავშვს სწავლა უნდა გარემოს დიდი მნიშვნელობა არა აქვსო, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან იშვიათად და გამონაკლის შემთხვევებში ამართლებს.

მაშინ როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი მოსწავლეების წარმატება ვუზუნველყოთ? რომელია სწავლების საუკეთესო მეთოდი? ან საერთოდ ვინ მოიგონა ეს მეთოდები და რატომ უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა? როგორ აღიქვავენ ჩვენი მოსწავლეები სწავლის პროცესს და როგორი ინდივიდუალური სტილი აქვთ გამომუშავებული? ენის სწავლებისას რომელია საუკეთესო? ან როგორ მოვარგოთ განსხვავებული ქვეყანაში, განსხვავებულ კულტურაში აღზრდილ ბავშვებს? დარწმუნებული ვარ, ეს ის კითხვებია, რომელიც პოსტის კითხვისთანავე თქვენს გონებას დაიპყრობს. გარწმუნებთ, საქმე არც თუ ისე რთულადაა, უბრალოდ სულ რამდენიმე წესი უნდა ვიცოდეთ და დავიცვათ. თუმცა ვიდრე უკვე რჩევებს შემოგთავაზებდეთ, მანამდე თქვენის ნებართვით ორიოდე სიტყვით მიმოვიხილავ თუ საერთოდ რას ნიშნავს სწავლების სტილი და საიდან აიღო სათავე.

1985 წელს ნეიროლინგვისტებმა სწავლების სტილი განსაზღვრეს როგორც ადამიანის მიდგომის სტილი ინფორმაციის აღქმის, მნიშვნელობის მინიჭების, დახარისხების, ორგანიზებისა და შემდგომში გახსენებისადმი, რომელიც ყველა ჩვენთაგანში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გენეტიკას , სწავლების წარსულ მეთოდზე, კულტურასა და საზოგადოებაზე, რომელშიც ეს ადამიანი იზრდება. მეცნიერებმა სიუ დევიდ ოფმა და ოუვენ ვან დენ ბერგერმა 1990 წელს შესწავლის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მოსწავლე უკეთესად და ეფექტურად სწავლობს , თუ მასწავლებელი სწავლებში პროცესში იყენებს და ეყრდნობა იმ პრინციპებსა და მეთოდს, რომელიც ჰარმონიულად ეთანხმება მოსწავლის მიერ არჩეულ სწავლების სტილს. სწორედ ამიტომ ეფექტურობისა და წარმატებისთვის ისინი ყველა მასწავლებელს ურჩევენ, რომ წინასწარ დაგეგმონ გაკვეთილები, ხოლო უშუალოდ სწავლების პროცესში დააკვირდნენ და საჭიროებისამებრ შეიტანონ კორექტივები მოსწავლის მიდგომისა და ჩვევების გათვალისწინებით. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწავლის ხარისხი და ეფექტურობა იზრდება, თუკი მოსწავლე ხედავს წარმატებას, ანალოგიურად მაღრლდება მოტივაცია და რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. სხვადაშორის ამ გზით შესაძლებელია ბავშვს შევაყვაროთ საგანი, რომელიც ადრე სძულდა და ინტერესი ჩამოვუყალიბოთ. ამავდროულად მნიშვნელოვნად უმჯობესდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა და მათი ინტერესები, სწავლება-შესწავლასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

სწავლების წარმატებული მოდელის შექმნისათვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მაინც როგორ ვსწავლობთ და რამდენი სახეობის სტილი არსებობს. როგორც ცნობილია, ადამიანებში ახალი ინფორმაციის ათვისებისა და დამახსოვრების ოთხნაირი მიდგომა არსებობს: მხედველობითი, აუდიტორული (სმენითი), კინესტეტიკური (მოძრაობითი), ტაქტილური (შეხებით შეცნობა, შესწავლა). ( ნეიროლონგვისტური კვლევების დასკვნა). იმის მიხედვით თუ რომელ სტილს ირჩევს მოსწავლე სწავლების დროს, ვითარდება ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და ათვისების უნარ-ჩვეები, შესაბამისად ყალიბდება სწავლების სტილი. ბავშვებს, რომლებიც ინფორმაციას ძირითადად მხედველობით აღიქვავენ, ახასიათებთ შემდეგი ჩვევები:

– ხშირად უყურებენ მასწავლებელს სახეში, ათვალიერებენ ვიზუალურ დამხმარე მასალას და გულდასმით აკვირდებიან წიგნს.
– ხშირად აღიქვავენ სიტყვას საგნებით და მნიშვნელობას წარმოსახვაში ამ საგნის მოხაზვით წარმოიდგენენ.
– ფიქრების თავმოსაყრელად და ჩანოსაყალიბებლად ხშირად აკეთებენ ჩანაწერებს.
– ინფორმაციას აღიდგენენ წიგნსა და ფურველზე მისი განლაგების მიხედვით, რადგან პირველი რაც თავში მოსდით არის ის ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია ამოიკითხეს.
ბავშვები, რომლებიც უპირატესობას სმენით, სწავლების აუდიტორულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას:
– მასწავლებლისგან ითხოვენ სიტყვიერ განმარტებებს და უყვართ საგნის გარშემო დიალოგების, დისკუსიების, თამაშობების გამართვა.
– ისინი სხვებთან საუბრით აღიქვავენ და წყვეტენ მათ წინაშე მდგომ პრობლემებს.
– რითმი და მელოდია, ინფორმაციის ხმებთან ასოცირება საუკეთესო საშუალებაა დამახსოვრებისთვის.
კინესტეტიკური სწავლების მოხმრენი დიდ ყურადღებას უთმობენ სწავლის პროცესში ჩართულობას და აქტიურობას. ამიტომ
– უძნელდებათ ერთ ადგილზე დიდხანს უმოძრაოდ ყოფნა, და
– მოძრაობასთან ინფორმაციის დაკავშირება აღქმასა და დამახსოვრებაში ეხმარება.
რაც შეეხება ე.წ ტაქტილური სწავლების სტილის მიმდევრებს, ისინი
– ინფორმაციის დამახსოვრებისთვსი ხშირად მიმართავენ ხატვას ან ჩაწერას;
– წარმატებულად სწავლობენ როდესაც ახალ მასალაზე ამზადებენ პროექტებს და პრეზენტაციებს.
სწავლების მეთოდის წარმატებულობაზე ასევე სხვა გარემოებებიც ახდენს გავლენას, მათ შორის ერთ-ერთია მოსწავლის გარემოებაზე დამოუკიდებლობისა და დამოკიდებულების ხარისხი, კერძოდ ბავშვები, რომლებიც გარემოზე დამოუკიდებლად ახერხებენ სწავლას, მარტივად განასხვავებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას რთულ, კომპლექსურ ფონზეც კი. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ეყრდნობიან და პროლემების გადაჭრისას, ამოცანების ამოხსნისას ფიქრის საკუთარი სისტემა უყალიბდებათ. სამაგიეროდ გარშემო მყოფ საზოგადოებასთან ურთიერთობა შედარებით უჭირთ. რაც შეეხება გარემოზე დამოკიდებულებს, მათ ნაწილ-ნაწილ დაშლილი ინფორმაციის ერთ მთლიანობაში აღქმა უჭირთ. პრობლემების, ამოცანების გადაჭრისას სხვების იდეებს ეყრდნობიან, მაგრამ საკმაოდ კარგად შეუძლიათ გარშემო საზოგადოებასთან ურთიერთობა.

გარდა ამისა, ადამიანები განსხვავდებით ტვინის ნახევარსფეროს აქტიურობითაც. ზოგიერთ ჩვენთაგანში მარცხენა ნახევარსფეროს უჭირავს დომინანტური ადგილი, ზოგში კი პირიქით მარჯვენას. ბავშვები, რომლებშიც ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო აქტიურია, ისინი გაცილებით მეტ ინტელექტს და ობიექტურობას იჩენენ. ინფორმაციას პირდაპირ აღიქვავენ, ამიტომაც ყოველთვის ანიჭებენ უპირატესობას კონკრეტულ, დაზუსტებულ ინფორმაციას, ასევე აზროვნებისა და დამახსოვრების დროს დამოკიდებულები არიან უშუალოდ მეტყველებასა და ენაზე. მეორეს მხრივ, მარჯვენა ნახევარსფეროთი მოაზროვნეები ეყრდნობიან ინტუიციას, მიღებული ინფორმაციით მთლიან სურათს წარმოიდგენენ, ახასიათებთ სუბიექტურობა, კონკრეტულ ინფორმაციას ამჯობინებენ დაუზუსტებელ, წარმოსახვით ინფორმაციას, აღქმადობისთვის ხშირად მიმართავენ მანიპულიებისა და გონებაში წარმოსახვის მეთოდს.

1980 წელს მაკკარტიმ მოსწავლეები გამოყო როგორც ინოვაციური მსწავლელები, ანალიტიკური მსწავლებლები, ჯანსაღად მოაზროვნე მსწავლელებო და დინამიური მსწავლებლები.

ინოვაციური მსწავლებლები სწავლებისას ინფორმაციაში თავისთავად, პერსონალურ მნიშვნელობას ეძებს და კლასიფიკაციას მნიშვნელობისა და ღირებულების მიხედვით ქმნის. მათ უყვართ საზოგადოებაში ყოფნა და ჩართულები არიან განხილვის პროცესში. ამავდროულად კარგად გამოსდით გუნდში თამაში და მოწოდებულები არიან სამყარო გააკეთილშობილონ.
წყარო: http://www.ireporter.ge/phsiqologiri-rchevebi-mshob/ 

ჩვენების რაოდენობა: 2644 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet