შაბათი, 26 ივლისი, 2014  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: I ოლიმპიადა მათემატიკაში IV-V კლასებს შორის
ცენტრი: სკოლა-ლიცეუმი ''სხივი''
გამოქვეყნდა: 2010-03-23 ბოლო ვადა: 2010-03-27
I ოლიმპიადა მათემატიკაში IV-V კლასებს შორის: მიზანი 1. საქართველოს მაშტაბით IV,V დაწყებით კლასებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება; 2. მათემატიკაში მოსწავლის დონის განსაზღვრა; 3. საკუთარ თავში თავდაჯერებულობის გაღვივება; 4. შრომისუნარიანობის გაზრდა; 5. მოსწავლემ გაითავისოს, რომ არის სკოლის სახე; 6. ჭკვიანი მოსწავლეების დაჯილდოვება; 7. ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის გამოცდილების მიღება; განსაზღვრა კონკურსი მოიცავს მხოლოდ მათემატიკურ საკითხებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. განმარტება 1. ტესტი მოიცავს 30 შეკითხვას. თითო შეკითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი; 2. შეკითხვები სხვადასხვა ქულებით შეფასდება.შეფასების ფორმა მოცემულია ქვემოთ; 3. ტესტირებაში მხოლოდ IV-V კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას; 4. ტესტირება მხოლოდ ერთი ტურით შემოიფარგლება; 5. ტესტირების ხანგრძლივობა 90 წუთია; 6. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლების ადმინისტრაციის და რესურს ცენტრების მიერ წარდგენილ მოსწავლეებს მათთვის ხელსაყრელ (უახლოეს) საოლიმპიადო ცენტრებში; 7. ოლიმპიადა გაიმართება 2010 წლის 27 მარტს, შაბათს 10:00 საათზე; 8. ოლიმპიადის შედეგები 1 თვის მერე გამოცხადდება; 9. ყველა მონაწილემ 2010 წლის 23 მარტამდე უნდა გაიაროს რეგისტრაცია; დაჯილდოება მოსწავლეები რომლებიც მიიღებს უმაღლეს ქულას დაჯილდოვდება სხვადასხვა საჩუქრებით და სერთიფიკატებით. I ადგილი - ნოუთბუქი; II ადგილი –ველოსიპედი III ადგილი - ფოტოაპარატი; IV და V ადგილი - MP4. ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ ცენტრებში: I. თბილისის სკოლა-ლიცეუმი "სხივი" მის: დიდი დიღომი მისის დასახლება #368. ტელ: 59 67 01; 59 67 02 II. ბათუმის რ.შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი მის: ბათუმი ბაგრატიონის ქ.#117. ტელ: 4 41 09 III. ქუთაისის ნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი მის: ქუთაისი ი. აბაშიძის გამზ #22ა. ტელ: (231) 7 05 28 IV. რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი მის: რუსთავის გზატკეცილი 22-ე კმ. ტელ: 15 20 44
ჩვენების რაოდენობა: 1604 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
Can Your Pet