ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2014  
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: VI კლასელთა ტესტირება –ტურნირი პრიზებით
ცენტრი: ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 2009-11-16 ბოლო ვადა: 2009-11-16
პროგრამის აღწერა: 2009 წლის 21 ნოემბერს, ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივით ჩატარდება VI კლასელთა რესპუბლიკური ტესტირება-ტურნირი. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან: ლეპტოპით, ნეთბუქით, ციფრული ფოტოაპარატით, ველოსიპედით და MP4-ით. რაიონების მიხედვით პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ მობილური ტელეფონები. გუნდური შედეგების მიხედვით სამი სკოლა დაჯილდოვდება პროექტორით. ტურნირის ყველაზე წარმატებული მოსწავლეები ჩაირიცხებიან: თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კერძო კოლეჯში; ბათუმის რ.შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში; რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. მათთვის სწავლა და პანსიონში ცხოვრება უფასოა. ტურნირში მონაწილეობის მსურველნო, გაიარეთ რეგისტრაცია თქვენივე სკოლის დირექციაში, რომელიც 2009 წლის 16 ნოემბრამდე შესაბამის განაცხადს წარადგენს ტესტირება – ტურნირის ჩატარების ერთ-ერთ ცენტრში! ტესტირება – ტურნირის ცენტრებია: თბილისი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისის სკოლა-ლიცეუმი სხივი, ბათუმის რ.შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი, რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის სასწავლო ცენტრი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა.
ჩვენების რაოდენობა: 1587 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
My status
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
Can Your Pet