სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2017
        geo  |  eng
 
 
 
 
 
განცხადებები:
უცხო ენა | სკოლები | საბავშვო ბაღები | სპორტი | ხელოვნება | სხვადასხვა
სათაური: საკვირაო სკოლაში ბავშვები თანატოლებთან და კვალიფიციურ პედაგოგებთან ურთიერთობით, თამაშითა და გართობით შეიძენენ ცოდნას, მიიღებენ გამოცდილებას და ისწავლიან გუნდურ მუშაობას
ცენტრი: საკვირაო სკოლა ''ფიქრის გორა''
გამოქვეყნდა: 2017-09-18 ბოლო ვადა: 2017-11-18

ჩვენი საკვირაო სკოლა ბავშვებს დაეხმარება ფარული ნიჭისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში. რაც მთავარია, დროის უმეტეს ნაწილს ჰაერზე, მწვანე საფარში ჩაფლულ ეზოში და ღია ვერანდაზე გაატარებენ, სადაც მათ დახვდებათ საქანელები, სასრიალო, ჰამაკი, დასასვენებლად მოწყობილი კუთხეები და სხვა..

 

რა ისწავლება საკვირაო სკოლაში?

სასწავლო პროგრამა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით იქნება შერჩეული 3-14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასაკობრივი ჯგუფები: 3-5, 6-9, 10-14წ

• მსოფლიო ლიტერატურა და პოეზია

• უცხო ენები

o რუსული

o ინგლისური

• სახალისო მათემატიკა

• სკოლისთვის მოსამზადებელი და დაწყებითი კლასების პროგრამა

• სამყაროს შემეცნება - საბავშვო ენციკლოპედიების განხილვითა და საინტერესო ვიდეოების ჩვენებებით

• სახვით ხელოვნება

• ფერწერა 

• ქარგვა

• ქსოვა

• აპლიკაცია

• კოლაჟს 

გარდა ძირითადი საგნებისა, სკოლის ფარგლებში იქნება ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა: უყურებენ და გაარჩევენ ფილმებსა და მულტფილმებს, მოუსმენენ მუსიკას. მოამზადებენ პროექტებს და მოაწყობენ პრეზენტაციებს.

მოეწყობა სხვადასხვა სახის ინტელექტუალური, გასართობი, სპორტული ღონისძიებები და გამოფენები. მოსწავლეები დაესწრებიან საბავშვო თეატრალურ წარმოდგენებსა და ფილმებს.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ გარემოში ბავშვები დასვავენ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვას და მიიღებენ კვალიფიციურ პასუხებს. ჩვენმა 20 წლიანმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ განათლების მიწოდება პატარა ასაკიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია.

სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ- თეატრალური სტუდია !

საკვირაო სკოლასთან ფუნქციონირებს, "სტილიზებულ ფოლკლორის თეატრ ნაბად"-თან არსებული სკოლა სტუდია "ნაბადი არტი".

პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც გულისხმიერებით ეკიდებიან თითოეული მოზარდის აღზრდას გარდა ქართული ცეკვისა შეასწავლიან მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, პლასტიკას,საბალეტო ხელოვნებას.

ასევე ფუნქციონირებს თეატრალური წრე (მსახიობის ოსტატობა, მხატვრული კითხვა)

ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა!

მოყვარულთათვის ცეკვის ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობები!

მეცადინეობების განრიგი

საკვირაო სკოლაში მეცადინეობები გვაქვს შაბათ - კვირას, ორ-ორი აკადემიური საათი: ორი გაკვეთილი შაბათს, ორი გაკვეთილი კვირას.

ჯგუფი დაწყების დრო დასრულების დრო

3-5 წლიანების ჯგუფი 11:00 13:00

6-9 წლიანების ჯგუფი 13:00 15:00

10-14 წლინების ჯგუფი 15:00 17:00

რეგისტრაცია საკვირაო სკოლაში!

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

* ბავშვის ფოტოსურათი

* ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი 

* მშობლის პირადობის ასლი 

* შევსებული კითხვარი 

რა უნდა მოიტანოთ საკვირაო სკოლაში

ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სისუფთავეზე ოთახებში, ამიტომ თქვენ მხოლოდ საშინაო ჩუსტების ან კეტების მოტანა მოგიწევთ! სხვა არაფრის მოტანა საჭირო არ არის! ყველაფერი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის საკვირაო სკოლის საფასურში.

რა ღირს საკვირაო სკოლაში სწავლა?

საკვირაო სკოლაში სწავლის საფასურია 140 ლარი თვეში. ამ თანხაში შედის სრულად, ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარის ფასი. 

დედმამიშვილების შემთხვევაში, საკვირაო სკოლაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 120 ლარია.

შესაძლბელია მხოლოდ ერთი ან ორი გაკვეთილის არჩევა და ამ შემთხვევაში, თვიური საფასური 120 და 80 ლარს შეადგენს.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება თვის დასაწყისში, 1-დან 10 რიცხვამდე. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

სად არის საკვირაო სკოლა?

ჩვენი მისამართია თბილისი, ფიქრის გორა, ვ. ანჯაფარიძის 7ა

ტელეფონები: 2 22 23 15, 5 99 95 36 35

ერთჯერადად თუ შეიძლება ბავშვის დატოვება?

ბავშვის დასწრება შეიძლება ერთჯერადად მოხდეს – ანუ ნებისმიერ შაბათს ან კვირას შეიძლება ბავშვის ჩვენთან დატოვება, სადაც ის გაიცნობს თანატოლებს, გაიგებს ბევრ საინტერესოს, შექმნის ან დახატავს რაიმე ნივთს, დაისვენებს სუფთა ჰაერზე და დადებითად დამუხტული დაბრუნდება სახლში.     


ჩვენების რაოდენობა: 48 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet